პირდაპირ არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ამიტომ მათი ბუნტი ან არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში და თქვას, რომ ის უჭერდა მხარს, მაგრამ მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა,– ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას არ ეგულება არც ერთი მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლების გარეშე, შეძლებს არჩევნების მოგებას.
„ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ამიტომ მათი ბუნტი ან არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში და თქვას, რომ ის უჭერდა მხარს, მაგრამ მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ ყველაფერი ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში. თუმცა ივანიშვილის ბევრი დაპირება არ შესრულებულა და ჩვენ სამწუხაროდ, შეიძლება დღესაც დავდგეთ იგივე ფაქტის წინაშე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ დ ააღნიშნა, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან იმართება.
„მაჟორიტარები, როგორც პოლიტიკოსები არიან ნული ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.