ელექტრომანქანების ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა Teslma ევროპაში პირველ ქარხანას ბერლინში ააშენებს. ამის შესახებ Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა.
როგორც მიკრობლოგ „ტვიტერზე“ მასკმა დაწერა, Tesla თავის ახალ ქარხანაში ელექტრომობილებსა და დასამუხტი საშუალებების წარმოებას განახორციელებს.
გერმანულენოვანი გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, Tesla-ს ქარხანა ბერლინის ახალი აეროპორტის სიახლოვეს აშენდება.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინში განთავსდება დიზაინისა და ინჟინერიის ცენტრი.