ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას არჩეული აქვს გზა ცივილიზებულობისკენ, რისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც შემოქმედის თავისუფლება, ასევე იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ ამ შემოქმედების აღქმა:
"ახლა ხდება ჩვენს თვალწინ, 21-ე საუკუნეში, რომ ისევ რაღაც ძალებს უნდათ გადაგვჩეხონ უფსკრულში. ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა, არჩეული გვაქვს გზა ცივილიზაციისკენ და ამიტომ ევროპისკენ, იმიტომ რომ ეს სიმბოლოა ცივილიზებულობის. გვინდა თავისუფლება შინაგანი და ასევე შემოქმედის და იმათი, ვისაც უნდა რომ აღიქვას ეს შემოქმედება. მე ჯერ არ მინახავს ფილმი, მაგრამ ყველანაირად ამ ფილმის და მისი შემოქმედების მხარეზე ვარ“, - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.
8 ნოემბერს საქართველოს 6 კინოთეტრში ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ძალადობრივი ჯგუფები საპრემიერო ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და „ქართულმა მარშმა“ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს და მაყურებელს დარბზებში არ უშვებდნენ.
ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის მიუხედავად, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.
შინაგან საქმეა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ხოლო ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.
აქციაზე ფიზიკური დაზიანება მიიღო უფლებადამცველმა ანა სუბელიანმა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.