ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, ის ურჩევს ქვეყნის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს, უარი თქვას 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. იტყობინება ესტონური მედია.
ურმას რეინსალუს თქმით, იგი "უკიდურესად სკეპტიკურად" უყურებს ესტონეთის სახელმწიფოს მეთაურის მოსკოვში ვიზიტს, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მიიღებს ოფიციალურ მიწვევას რუსეთიდან.
"საბოლოო ჯამში, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, თუმცა მე ამ გადაწყვეტილებას სიფრთხილით მოვეკიდებოდი", - დასძენს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ოქტომბრის ბოლოს, ესტონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ კერსტი კალიულაიდს მოსკოვიდან ჯერჯერობით ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.
როგორც ცნობილია, კერსტი კალიულადი მოსკოვში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა სიტყვიერად მიიწვია 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასასწრებად.