NASA-მ დააფინანსა Southwest Research Institute (SwRI)-ი რათა ჩაატაროს სიღრმისეული კვლევები და განიხილოს პლუტონის მთვარის ორბიტაზე შესვლისა და იქ დროებით დარჩენის პერსპექტივები.
SwRI ჩამოაყალიბებს პროექტის დიზაინს, გამოკვეთს საჭირო ინსტრუმენტების ჩამონათვალს და წარადგენს მიზანშეწონილობისა და ბიუჯეტის გეგმას.
აღსანიშნავია, რომ SwRI, NASA-ს „ახალი ჰორიზონტის“ მისიას უძღვება, რომელმაც 2015 წელს ჯუჯა პლანეტა პლუტონის პირველი, მაღალი გარჩევადობის ფოტო სწორედ ამ პროექტიდან მოიპოვა. New Horizons Mission-ის ისტორიულმა მოგზაურობამ უჩვენა რომ მზის სისტემის ყოფილი მე-9 პლანეტა მეტად მრავალფეროვანი და რთული აგებულებისაა. პლუტონის 3,2-კილომეტრიანი მთები და მდელოები, რომლებიც სავსეა წყლისა და აზოტის გაყინული ოკეანეებისგან, მეცნიერების ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
“ნასას მიერ დაფინანსებული პროგრამით, ჩვენ შევქმნით ჯუჯა პლანეტა პლუტონის ორბიტალურ ტურს. ვაჩვენებთ, რომ მისიის განხორციელება რეაკეტის სპეციალური გამშვები სისტემისა და ელექტრონული ძრავის მოდელირებით, შესაძლებელია. ჩვენ ვფიქრობთ რომ პლუტონის ყველაზე დიდი მთვარის „შერონის“ მიზიდულობის ძალის გამოყენება შესაძლებელია, რათა თავიდან ავიცილოთ პლანეტის გრავიტაცია და დაკვირვებები კოიპერის სარტყელში განვაგრძოთ. ეს დაგვეხმარება მიღებული მონაცემები შევაჯეროთ და პლუტონისას შევადაროთ“,- აღნიშნავს SwRI-ს მეცნიერი ალან სტერნი.
NASA-ს მიერ დაფინანსებული წინასაპროექტო მოკვლევა არ ნიშნავს იმას, რომ მისია აუცილებლად ჩაჯდება სააგენტოს შემდგომი წლების ნაერთ ბიუჯეტში. ნასამ პლუტონთან ერთად, 9 სხვადასხვა მისიის წინასაპროექტო კვლევა დააფინანსა. ახალი ათწლეულის კვლევები ეროვნული კვლევითი საბჭოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტია, რომელსაც სააგენტო ყოველ ათ წელში ერთხელ ატარებს, რათა გამოკვეთოს პრიორიტეტული და სტრატეგიული მისიები.