ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ" აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მემკვიდრე დაასახელა.
"ისლამური სახელმწიფოს" ახალი ლიდერი იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაშია.
"ისლამური სახელმწიფო" ყველა მუსულმანს მოუწოდებს ალ-ჰაშემს ერთგულება შეჰფიცონ.
BBC-ის ცნობით, ელემენტი „ჰაშემი", სავარაუდოდ მეტსახელია.
"ისლამური სახელმწიფოს" განცხადებაში ახალ ლიდერზე არაფერია ნათქვამი. მას „ღვთისმეტყველად" და „ჯიჰადის ვეტერანად" მოიხსენიებენ.
ალ-ქურაში თავს ქურაიშიტების გვარის წარმომადგენელს უწოდებს. ისლამის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი წარმომავლობით აუცილებლად უნდა უავშირდებოდეს წინასწარმეტყველ მუჰამედს.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი 27 ოქტომბერს აშშ-ის სპეცოპერაციის დროს სირიაში, იდლიბის პროვინციაში მოკლეს.