ვარაუდობენ, რომ 21 წლის ინდოელმა ქალმა თავი, ქმრის მხრიდან მუდმივი შევიწროების გამო, მოიკლა.
BBC-ი წერს, რომ ინდოეთში, რაჯასტანის შტატში გარდაცვლილის მამამ, სიძის წინააღმდეგ სარჩელი დარეგისტრირდა. გარდაცვლილის მშობელი აცხადებს, რომ მისი სიძე გამუდმებით ავიწროებდა მის ქალიშვილს და „მუქი სხეულის“ გამო დასცინოდა, რაც ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახადა.
პოლიციას ამ დრომდე სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებული არ ჰყავს, გარდაცვლილის მეუღლე კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
გარდაცვლილის მამის განცხადებით, მამაკაცი 21 წლის ქალზე სისტემატურად ძალადობდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოელ ქალებზე „მუქი ფერის“ გამო გალაშქრებამ სავარაუდო თვითმკვლელობა გამოიწვია. 2014 წელს, 29 წლის ქალმა, კანის ფერის გამო ქმრის მხრიდან სისტემატიური ძალადობის შედეგად თავი მოიკლა, 2018 წელს კი 14 წლის გოგონამ სიცოცხლე საკუთარი ხელით მას შემდეგ დაასრულა, რაც კლასელებმა „მახინჯი“ და „ბნელი“ უწოდეს“.