საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ის ქორეპისკოპოსობისა და საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.
„ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. მივიღე გადაწყვეტილება გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. თუმცა, ვრჩები ეპარქიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
საპატრიარქომ აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქის ბრძანება გამოაქვეყნა.