მეუფე იაკობი კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქომ პატრიარქის ბრძანება გამოაქვეყნა:
"ა.წ. 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი(იაკობაშილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობის და საქართველოს საპატრიარქოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობის მოვალეობიდან."