"პარლამენტი უნდა გაიხსნას ცხინვალთან ახლოს, რომ გაზულუქებულმა პარლამენტარებმა ყოველდღე დაინახონ ოკუპანტები და ის საქართველო, რომელიც იქეთ დარჩა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი. პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს.
"ვიმყოფებით ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გაკულაკებულ ქუთაისში. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს და მაშინ დაიწყება ქუთაისის რენენსანსი და დაუბრუნდება მსოფლიო დიდდება რაც მას ეკუთვნის. ქუთაისი მსოფლიო სიამაყეა. მიტოვებულ შენობაში, ამ სამთავრობო კომპლექსში გაიხსნება მსოფლიო ინოვაციების ცენტრი, განლაგდება სტარტაპები და ტექნოპარკები“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ცხინვალთან ახლოს უნდა გაიხსნას.
"პარლამენტი უნდა გაიხსნას ცხინვალთან ახლოს, რომ გაზულუქებულმა პარლამენტარებმა ყოველდღე დაინახონ ოკუპანტები და ის საქართველო, რომელიც იქეთ დარჩა. ჩვენ თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის, ახლა კი ხალხს სამუშაო ადგილები უნდა და უნდა შეიქმნას ინოვაციის ცენტრი“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.