აგვისტოში, ჩინურმა სამთვარეო ხომალდმა „იუტუ 2-მა“ მთვარის ბნელ მხარეს უცნაური ადგილი აღმოაჩინა. იდუმალი სუბსტანცია, რომელსაც ჩინურმა ხომალდმა კრატერში მიაკვლია, გელის მსგავსი ფერადი ამრეკლავი მასაა.
ჩინეთს სამთვარეო მისიის პროგრამა, იდუმალი სუბსტანციის ახალ ფოტოს ავრცელებს.
ექსპერტების განცხადებით, ეს უფრო ჰგავს მეცნიერების მიერ ჰიპოთეზის სახით წარმოდგენილ ფორმას - შავი მინა, რომელიც რაიმე სახის ზემოქმედებით წარმოიქმნება. აღსანიშნავია, რომ „აპოლო 17-ის“ მისიაში, ასტრონავტებმა მთვარეზე მსგავსი აღმოჩენა აღრიცხეს.
მაღალი სიჩქარით მოძრავი მეტეორების შეჯახებისას, მინერალები ძლიერი წნევით მანათობელ მინად გარდაიქმნება, რომელიც სინათლეს მარტივად აირეკლავს.