აშშ-ის მთავრობამ ტრეკერის პროექტის ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს მთავრობას 450 ათასი ლარის ღირებულების კომპიუტერული ქსეული პროგრამა, ტექნიკური აღჭურვილობა და ჩაატარა რიგი ტრენინგები. პროექტი განხორციელდა აშშ-ის ესქპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.
როგორც შემოსავლების სამსუხრის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, ტრეკერი საშუალებას იძლევა მსურველმა საბაჟო ორგანოებში საქონლის საზღვარზე შემოტანა გატანის ელექტრონული პორგრამების დახმარებით მიიღოს ნებართვა.
აღნიშნულ პროგრამაში გაერთიანებულია რამდენიმე სამინისტროს ნებართვები. ელექტრონული პროგრამა მომხმარებელს უმარტივებს ნებართვის აღების პროცედურებს, შესაბამისად ნებართვის აღება ხდება ერთი სარკმლის პრინციპით.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ ახალი სისტემა შეცვლის ფინანსთა, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროების მიერ გამოყენებულ არაკომპიუტერიზირებულ სისტემას.
ტრეკერი დაეხმარება ქართულ უწყებებს სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის განხორციელებაში, რაც წარმოადგენს დაცვის მექანიზმს, სამხედრო იარაღის ორმაგი დანიშნულების საგნებისა და ბირთვული მასალების არალეგალური საერთაშორის მიმოქცევის წინააღმდეგ.
როგორც ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსურლებელმა კენტ ლოგსდონმა განაცხადა, აშშ-ის მთავრობა მოხარულია გაუწიოს დახმარება საქართველოს ტრეკერის სისტემის საშუალებით საზღვრების ეფექტურ მონიტორინგში, რათა უკეთ იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა.