თბილისის საკრებულოს წევრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხების არაწორად განკარგვა ხდება.
მისივე განმარტებით, ამ თანხების გადანაწილება ხდება ისეთ პირებზე, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არ არიან.
,,მივესალმები, რომ ფონდიდან ფინანსდება ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯები, მაგრამ დიდი მოცულობის თანხები არამიზნობრივად გაედინება. ფონდიდან დაფინანსდა ბუბა კიკაბიძე, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულები არ არის. ასევე მოხდა ,,კომედი შოუს" დაფინანსებაც, რაც მართლაც დარღვევაა", - განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა" და იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრმა თინა ხიდაშელმა.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, მან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ სად ნაწილდება თანხები, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
მისი თქმით, თუ დროზე არ მოხდა ინფორმაციის მიწოდება, იძულებული გახდება ამ პრობლემის მოგვარება სამართლებრივად დაიწყოს.