თბილისის საკრებულომ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას სახელი მიანიჭა.
როგორც საკრებულოს დეპუტატების სხდომაზე გადაწყდა, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მეფე მირიანის სახელი დაერქვა. მეფე მირიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების შემაერთებელი გზის მონაკვეთს კი მეფე არჩილის სახელი მიენიჭა.
ამავე რაიონში არსებული დემეტრე თავდადებულის ქუჩა მეფე მირიანის ქუჩის გადაკვეთამდე გაგრძელდება.
საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით ისანი-სამგორის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩაზე მდებარე სკვერს, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მაიორის, შალვა დოლიძის სახელი მიენიჭა.
მაიორი შალვა დოლიძე მე-4 ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის მეთაური იყო. ის ცხინვალში 2008 წლის 9 აგვისტოს დაიღუპა.