საზოგადოებრივი მოძრაობა "არხანადზორი" მოსკოვის ქართველი მხატვრის და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის სკულპტორებისგან გაწმენდას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
საზოგადოებრივი მოძრაობის კოორდინატორის კონსტანტინ მიხაილოვის განცხადებით, ზურაბ წერეთელს "საინტერესო და წარმატებული ნამუშევრები აქვს, ის ნიჭიერი მოქანდაკეა, მაგრამ მისი შემოქმედებისთვის ქალაქში ადგილი არ არის".
მისივე შეფასებით, ქანდაკებები, რომლებიც ქალაქშია განთავსებული "მოსკოვის ისტორიული სახეს აფუჭებს" და მათი გადატანა შეიძლება, რომელიმე პარკში, როგორც ეს საბჭოთა ერის დასრულების შემდეგ ამ ეპოქის ძეგლებთან დაკავშირებით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ წერეთლის მიმართ მოსკოვში განწყობის შეცვლა მოსკოვის ექს-მერს იური ლუჟკოვს უკავშირდება, რადგან წერეთელი და ლუჟკოვი ახლო მეგობრები იყვნენ.