„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა გორში მის მიერ ნათქვამ ფრაზაზე - "ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს". მისი თქმით, პრობლემა ის კი არ არის, ადამიანმა თავისი მრწამსის დემონსტირება მოახდინოს, პრობლემაა ოპონენტებზე თავდასხმა შავრაზმული მოტივებით. ეს არის პუტინის პროპაგანდა. „ეს არის წყალგამყოფი ჩვენს[სააკაშილს] შორის“, - თქვა ბოკერიამ.
ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებას გულლისხმობდა, რომელმაც თქვა, რომ თავისი მრწამსით მართლმადიდებელია და ატარებს ჯვარს და ასევე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლაც რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი არის ანტიქრისტიანული.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის ნიკა გვარამიას შეკითხვაზე - ფიქრობთ რომ სააკაშილი პუტინის პროპაგანდას ეწევა, ბოკერიამ უპასუხა, რომ „ასე გამოსდის“.
„მე ვთვლი, რომ სააკაშვილის ფრაზა, დასავლური კოლონიალიზმი და რუსული იმპერიალიზამი ერთ კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ, მიმაჩნია უმძიმეს შეცდომად. ეს პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს“, - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ გაემიჯნება ყველა სისულელეს, რომელლიც სააკაშილსა და ენმ-ს უთქვამს და ასეთი ბევრია.