"ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა - ვატარებ ჯვარს, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხზე გადაცემა "მთავარი აქცენტებში".
მისი თქმით, "ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ "ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან".
"ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა - ვატარებ ჯვარს და... ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან. ყოველთვის, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების...
ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა... რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია", - თქვა სააკაშვილმა.