ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს პოლონეთის ელჩმა ურსულა დოროშევსკამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა.
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიასთან არსებული სკოლა გასულ წელს მეუფე ისაიას ინიციატივით დაფუძნდა. სკოლაში ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ეუფლებიან ქართულ და უცხო ენებს, ანიმაციას და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. მეუფის განცხადებით,სკოლაში გასულ წელს 40 მოსწავლე იყო. წელს კი მათი რიცხვი 80-მდე გაიზარდა. პოლონეთის საელჩის ფინანსური დახმარებით სკოლაში გახსნილია სახვითი ხელოვნების და ანიმაციური ფილმების წრე.