არ ვაპირებთ კომპრომისს, რაც უნდა საფრთხე დადგეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა ტელეკომპანია „პირველის“ “რეაქციისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში მცდელობას აქვს ადგილი, რომ ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები მაქსიმალურად დისკრედიტირებულები იქნენ.
„გვესმის ყველა საფრთხე, რომელიც არსებობს. ჩვენ ასე ვერ გაგვტეხენ. იმიტომ, რომ გვესმის, რა დევს სასწორზე. როდესაც სასწორზე არის ჩვენი შვილების ბედი და მათი მომავალი, ჩვენ უნდა ავიღოთ ყველა დარტყმა, რომელიც შესაძლებელია და ამ დარტყმისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისს, რაც არ უნდა საფრთხე დადგეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.