თაგვის წამლით მოწამლული 3 წლის სალომე მთვარელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იაშვილის სახელობის კლინიკის პრეს-სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ბავშვი გურჯაანიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში, გუშინ გვიან ღამით, მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით, გადმოიყვანეს. ბავშვს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა.
"ამ დროისთვის სალომე მთვარელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ", - აცხადებენ კლინიკაში.
მათივე თქმით, ბავშვმა თაგვის წამალი დალია, რაც მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა.