ამერიკელმა მეცნიერებმა სატურნის გარშემო 20 ახალი მთვარე აღმოაჩინეს. შედეგად, მზის სისტემის ყველაზე დიდმა პლანეტამ, იუპიტერმა, ბუნებრივი თანამგზავრების რაოდენობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ახალი კვლევების თანახმად, გაზის გიგანტს 82, ხოლო იუპიტერს 79 მთვარე აქვს.
მეცნიერების გუნდმა, ჩვენთვის ახალი უცნობი თანამგზავრები ჰავაიზე, „სუბარუს ტელესკოპით“ აღმოაჩინეს.
აღმოჩენილი 20 მთვარიდან, უმრავლესობის დიამეტრი 5 კილომეტრს არ აღემატება, ხოლო 17 მათგანი პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგოდ გადაადგილდება.
პლანეტის მიმართულებით მოძრავი სამი მთვარიდან ორი, სატურნის გარშემო ერთ სრულ ბრუნს დედამიწის 2 წელს ანდომებს, ზოგიერთი რეტროგრადული (პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგოდ მოძრავი) ობიექტი კი დედამიწის 3 წელს.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ რეტროგრადული მთვარეები მათზე სამჯერ დიდი ობიექტების ნამსხვრევებია ან კოსმოსური სივრციდან შემოსული დიდი ასტეროიედების შეჯახების შედეგად დაშლილი ობიექტები.
არსებობს მეორე მოსაზრებაც:
ბრიტანელი მკვლევარის, BBC-ის საკულტო სამეცნიერო სერიალის The Planet-ის წამყვანის ბრაიან კოქსის თეორიით, რეტროგრადული ობიექტები პლანეტის ჩამოყალიბების შემდეგ, მათი ძლიერი გრავიტაციით მიტაცებული ბუნებრივი თანამგზავრებია, რომლებიც „უჩვეულო“, ერთი შეხედვით არალოგიკური ტრაექტორიით გადაადგილდებიან.
1990 წლიდან დღემდე, პლანეტა იუპიტერი მზის სისტემაში ყველაზე მეტი მთვარის სტატუსს ინარჩუნებდა.