შეერთებული შტატების ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტო ვოლკერმა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაც დატოვა.
მედიის ცნობით, კურტ ვოლკერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
კურტ ვოლკერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 27 სექტემბერს დატოვა. ამერიკული მედია წერს, რომ ვოლკერი სამსახურიდან მაშინ წავიდა, როდესაც ანონიმურმა წყარომ დონალდ ტრამპის და უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ საჩივარი დაწერა.