ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. ხელისუფლებაში ცვლილებებია. ახალ დანიშვნებთან დაკავშირებით ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა საგანგებო თათბირი ჩაატარა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჩატარებული თათბირის შედეგების მიხედვი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ვინმე დომენტი კულუმბეგოვი დაინიშნა. Eე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის ე.წ. მინისტრად ვინმე მახარბეგ კოკოევი დაინიშნა, ხოლო განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ახალ ე.წ. მინისტრად ედუარდ კოკოითმა არიანა ჯიოევა დანიშნა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ცხინვალის ე.წ. მერი რობერტ გულიევი და მის ნაცვლად ცხინვალის ე.წ. მერად გერასიმე ხუგაევი დანიშნა.