დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრის სატრაპეზო ფასადს ჩამონგრევა ემუქრება. ჩამონგრევის შემთხვევაში მისი აღდგენა, შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს. სატრაპეზო ფასადი კლდეზე მდებაორეობს. მისი ჩამონგრევა შეიძლება წვიმამაც გამოიწვიოს.
საფრთხე ემუქრება უნიკალურ ფრესკებს. შეიძლება ეკლესიის კედლებზე დახატული ფრესკები წვიმამ ჩამორეცხოს. ფრესკების შენარჩუნება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბერების მოწადინებით ხდება.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მისი გადარჩენა შეუძლებელია, რადგან შესაჩერებლად ბუნებრივი სტიქიისა, არაფერი არ არსებობს.
დავით გარეჯში შექმნილ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფიც სწავლობს. ჯგუფის წევრები, ამ ეტაპზე კლდის გადარჩენას ვერ ახერხებენ.