სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული 13 ქართველი შველას ითხოვს. ისინი ოჯახის წევრებს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ. როგორც ოჯახის წევრები საუბრობენ, ქართველი ტყვეები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. ტყვეები გემთმფლობელს მათ გასათავისუფლებლად კომპენსაციის გადახდას სთხოვენ.
ქართველებთან ერთად ტყვეობაში სამი თურქეთის მოქალაქეც იმყოფება.
ქართველი მეკობრეები ტყვეობაში 22 დღეა იმყოფებიან. ოჯახის წევრები აპირებენ, მიმართვა გაუგზავნონ საქართველოს პრეზიდენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ტყვეების გამოსახსნელად.
მალტის ქვეშ მცურავი გემი სომალელმა მეკობრეებმა 8 სექტემბერს ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში დაატყვევეს.
ბოლო ინფორმაციით, მეკობრეები დატყვევებულ ქართველებთან ერთად სომალის სანაპიროზე მოძრაობენ.