აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლა.
აფხაზური მხარე განმარტავს, რომ სერგეი ბაღაფშის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატადაა წარდგენილი. პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულება ე.წ. პირველ ვიცე-პრემიერს ლეონიდ ლაკერბაიას დაევალა.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში 12 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურად ალექსანდრე ანქვაბი დაასახელა.