ქართველი მეცნიერები, მკვლევრები და ინოვატორული ჯგუფები კომპანია HP-სთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას შეძლებენ, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური პროდუქტების და ტექნოლოგიების შექმნისკენ იქნება მიმართული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მეცნიერების, მკვლევრების, საუნივერსიტეტო წრეების, ინოვაციური ჯგუფების ჩართვა HP-ის ინოვაციურ კვლევით პროგრამაში (Open Innovation Office) ამერიკაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის კომპანია HP-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ვერა ქობალიასა და კომპანია HP-ის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველ მეცნიერებს დაწყებული შემდეგი წლიდან HP-ის კვლევით კონკურსში (Open Innovation Office) ჩართვა შეეძლებათ, რომელიც რამდენიმე ინოვაციურ მიმართულებას აერთიანებს.
წარმოდგენილი პროექტების მოწონების შემთხვევაში განსაზღვრულია რამდენიმეწლიანი დაფინანსება და HP-სთან პარტიორული თანამშრომლობა პროექტის განვითარების კუთხით.