მედიაციის სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ამ სამსახურის ძირითადი ფუნქცია იქნება დავების განხილვა, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა, სამედიცინო მომსახურება", - განაცხადა ურუშაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, რომ სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეების უფლების დაცვა მოხდეს, თვითეულმა დაზღვეულმა იგრძნოს, რომ მას ჰყავს ადვოკატი და მისი უფლები და ინტერესები დაცული იქნება.