ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი „ლორენცო" პორტუგალიის რეგიონში აზორის კუნძულებისკენ მიემართება. იუწყება აშშ-ის ქარიშხლის დაკვირვების ნაციონალური ცენტრი (NHC).
"ლორენცო" ჩრდილო-აღმოსავლეთით უფრო სწრაფად მიემართება. მოსალოდნელია, რომ ის აზორის კუნძულებზე უამინდობას შექმნის ოთხშაბათს დილით.
ქარის სიჩქარე საათში 169 კმ-ს შეადგენს.