14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის, თბილისსა და მცხეთაში, გრანდიოზული კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"სვეტიცხოვლის ტაძრის ათასი წლისათავის სადღესასწაულო ღინისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება და საპატარიარქო ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავს. ღონისძიებები 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, გაიმართება," - აღნიშნა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, განახლებულ მცხეთაში სვეტიცხოვლობის ათასი წლისთავი გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.