რუსი ოკუპანტების მიერ ოჩამჩირედან გადაცებული სამი მეთევზე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და ისინი გუშინ გვიან ღამით ზუგდიდში გადმოვიდნენ.
ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ჯარიმის გარდა რუსმა ოკუპანტებმა თითოეულ მათგანს ათას-ათასი დოლარი გადაახდევინეს.
ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება ენგურის ხიდიდან გატაცებული ჯამბულ ბაძაღუა.