დღეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, საპროტესტო მდუმარე აქციას გამართავს. აქცია პარლამენტის შენობასთან 12 საათზე დაიწყება და ახალ პროექტზე საჯარო დისკუსიის დაწყებას ისახავს მიზნად.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პარლამენტი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე აპირებს მიიღოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.
აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", „თავისუფალი აზრის სახლი", „გადაარჩინე სიცოცხლე", „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის", „კავკასიის ქალთა ქსელი" და „დამოუკიდებელ ადვოკატთა პროფკავშირი" მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები