შეერთებული შტატების დედაქალაქში, 3-წლიანი რესტავრაციის შემდეგ, ვაშინგტონის მონუმენტი გაიხსნა.
ვაშინგტონის მონუმენტი დამთვალიერებელთათვის 2016 წლის სექტემბერში დაიხურა, მოძველებული ლიფტის შეცვლისა და უსაფრთხოების სისტემების განახლების მიზნით.
მონუმენტი, 3-წლიანი შესვენების შემდეგ, პირველ დამთვალიერებელს ხვალ, 19 სექტემბერს მიიღებს, მას შემდეგ, რაც მას საზეიმოდ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი გახსნის.
ვაშინგტონის მონუმენტი აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონისადმი მიძღვნილი ძეგლია, რომლის სიმაღლე 169 მეტრს შეადგენს.
მონუმენტის მშენებლობა 1848 წელს დაიწყო და საბოლოოდ 1884 წელს დასრულდა, ოფიციალურად კი 1888 წელს გაიხსნა.
მონუმენტი 2011 წლის ვირჯიინიის მიწისძვრის და ქარიშხალი აირინის გამოჩენის დროს დაზიანდა. შედეგად დაიწყო მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაიხურა დამთვალიერებელთათვის.
32 თვიანი სამუშაოების შემდეგ, 2014 წლის 12 მაისს მონუმენტი მნახველთათვის კვლავ ხელმისაწვდომი შეიქმნა. 2016 წლის სექტემბერში მონუმენტი ისევ დაიხურა ლიფტისა და უსაფრთოხების სისტემის გასაახლებლად.