კომპანია Amazon Studios-მა განაცხადა, რომ ტელესერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" გადასაღებად ქვეყანა უკვე შეარჩია. იუწყება ВВС.
სერიალის გადაღებები ახალ ზელანდიაში დაიწყება. სავარაუდოდ, სერიალი ყველა დროის სერიალებს შორის ყველაზე ძვირადღირებული იქნება. არსებული ინფორმაციით, მისი წინასწარი ღირებულება 1 მლრდ დოლარს შეადგენს.
Amazon-ს კინოტრილოგიის - "ბეჭდების მბრძანებლის" წარმატების გამეორება სურს, რომელიც ასევე ახალ ზელანდიაშია გადაღებული. კინოტრილოგია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნის მიხედვით არის გადაღებული.
Amazon-ის ინფორმაციით, სერიალის გადაღებები უახლოეს ხანებში ოკლენდში დაიწყება.