შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლად რობერტ ობრაიენს დანიშნავს.
"მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ რობერტ ობრაიენს ვნიშნავ მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ამჟამად წარმატებით მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად. რობერტთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. ის ამ სამუშაოს თავს წარმატებით გაართმევს", - წერს ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ში.
მრჩევლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტრამპმა ამ პოსტიდან ჯონ ბოლტონი გაათავისუფლა.