საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.
სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის. სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია