გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. კანცლერის მილოცვის ტექსტი გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ძვირფასო, პრემიერ მინისტრო, მსურს მოგილოცოთ, პრემიერ მინისტრად დამტკიცება.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება. ეს ეხება, როგორც შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტიონორობისა თუ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.
გერმანია კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს დემოკრატიისა და კონსტიტუციური სტრუქტურების შემდგომი განვითარებისთვის.
მინდა გისურვოთ წარმატებებები და სიმტკიცე, ამ მეტად საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებაში", - აღნიშნულია ანგელა მერკელის სახელით გავრცელებულ მილოცვის წერილში.