პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, შეამციროს სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთთან, ამერიკელების სიცოცხლეს შეიწირავს. ამის შესახებ თალიბანმა კვირას განაცხადა, იუწყება Reuters-ი.
ეს განცხადება თალიბანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში 20-წლიანი ომის დასრულების მიზნით, სამხედრო ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის.
ისლამურმა დაჯგუფებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ისა და თალიბანის ლიდერების დახურული საუბარი პრეზიდენტმა ტრამპმა მოულოდნელად გააუქმა.
ტრამპის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება თალიბანის მიერ შაბათს მოკლული 11 სამხედროს გამო მიიღო.
დიალოგის შეწყვეტისთვის თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ტრამპი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროები თავდასხმებს ახორციელებენ.
„ამ გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო მეტს დაკარგავს. მისი სანდოობა შეილახება, ხოლო მთელი სამყაროსთვის ცნობილი გახდება მათი ანტისამშვიდობო მოქმედებები“,- აღნიშნა მუჯაჰიდმა.
ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ავღანეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია და აშშ სამხედრო მოქმედებებს მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე თალიბანი თავის დანაშაულებს არ აღიარებს.
აშშ-ისა და თალიბანის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თალიბანმა შაბათს მოკლულ 11 ამერიკელ სამხედროზე პასუხისმგებლობა აიღო.
ამჟამად ავღანეთში 14 000 ამერიკელი სამხედრო და NATO-ს წევრი ქვეყნების ათასობით ჯარისკაცი მსახურობს.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტს სათავე 18 წლის წინ დაედო. მას შემდეგ რაც "ალქაიდა" 2011 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაესხა, აშშ-მა ჯარები ავღანეთში შეიყვანა.