2019 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 76-ედ ჩატარდა, დასრულდა.
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, "ოქროს ლომი" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა ტოდ ფილიპსის ფილმს Joker/ჯოკერი.
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის და ჟიურის გრან-პრი გადაეცა რომან პოლანსკის ფილმს - J'accuese/მე ბრალს ვდებ.
რომან პოლანსკი არ დასწრებია კინოფესტივალს შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის საფრთხის გამო, სადაც მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო.
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისთვის - შვედი რეჟისორი როი ანდერსონი, ფილმისთვის About Endlessness.
საუკეთესო მსახიობი კაცი - ლუკა მარინელი, Martin Eden/მარტინ იდენი.
საუკეთესო მსახიობი ქალი - არიანე ასკარიდე, Gloria Mundi
საუკეთესო სცენარი - იუნფანი/Yonfan, ანიმციური ფილმისთვის No.7 Cherry Lane/სახლი N7 ჩერი ლეინზე
ჟიურის სპეციალური პრიზი - ფრანკო მარესკო, La mafia non e piu quella di una volta/მაფია ისეთი არ არის, როგორც ოდესღაც.
საკონკურსო სექცია „ჰორიზონტში" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა უკრაინელი რეჟისორის, ვალენტინ ვასანოვიჩის ფილმმა - Atlantis/ატლანტისი.
ამავე საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორის დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი".
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბიენალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.