2019 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 76-ედ ჩატარდა, დასრულდა.
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, "ოქროს ლომი" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა ტოდ ფილიპსის ფილმს Joker/ჯოკერი.
ფილმში მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.
Joker-ის პრემიერა ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმში მოქმედება 80-იანი წლების გოთემში ხდება, მთავარი გმირი არტურ ფლეკია. წარუმატებელი კომიკოსი, რომელიც სასტიკი და კრიმინალური ვარსკვლავი ხდება.
ფილმის სიუჟეტი ალან მურის და ბრაიან ბოლანდის გრაფიკული ნოველაზე Batman: The Killing Joke-ზეა დაფუძნებული.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბიენალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro -ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.
2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente (სტერეოტიპების მსხვრევას).