გიორგი გახარიამ პარლამენტში ანაკლიის პროექტის შესახებაც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად ლოგისტიკა და სატრანსპორტო-სატვირთო ინფრასტრუქტურის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით პრიოტიეტულია.
"სახელმწიფო ამას ყველაფერს ადასტურებს თავისი ქმედებებით. ყველას კარგად გვახსოვს რომ ანაკლიის პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც მოხვდა საქართველოს კონსტიტუციაში. შეუძლებელია სახელმწიფომ სხვა უფრო მაღალი დონის შეფასება მისცეს პროექტს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის.''
გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა რომ ანაკლიის პროექტი მისი კომერციული კომპონენტის მიუხედავად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. ,,არ შეიძლება რომ პროექტზე საუბრისას საკუთრების უფლება გაუჩნდეს ვიღაცას - ეს პროექტი არის ქვეყნის, ეს პროექტი არის სახელმწიფოსი და ეს პროექტი არის თითოეული მოქალაქის. უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ყველა ის თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს ამ პროექტში - და სახელმწიფოს უკვე ასობით მილიონი ლარი აქვს დახარჯული - ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის შენატანი ამ პროექტის განხორციელებაში. ასევე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ნაბიჯით რასაც აკეთებს სახელმწიფო, იძენს უფლებას - მოითხოვოს კერძო მესაკუთრეებისგან და კერძო პარტნიორებისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულება მკაფიოდ, შესაბამის ვადებში და ხარისხიანად. ეს არის და ეს", - განაცხადა პრემიერ-მინისსტრობის კანდიდატმა.