ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მსმენელთა მიღება 4 სექტემბრიდან განახლდა. პროგრამა 3 თვიანია. მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.
სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია 200 ლარი და ასევე ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
"ფინკა ბანკი სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც სურს კარიერა დაიწყოს ან გააგრძელოს საბანკო სფეროში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ და განვითარდნენ. სწავლების პროცესი ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში მიმდინარეობს, საქართველოს 30 ქალაქში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად მსმენელები იღებენ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით და აქვთ საშუალება იმისა, რომ დამატებით გამოიმუშაონ ბონუსი", ამბობს ლელა თოფურია, ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი.
საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 4 სექტემბერს განახლდა და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge ასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.