მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "Le Figaro"-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ ენაზე თარგმანი პრეზიდენტის ვებვერდზე განთავსდა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის გამოწვევაა, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
"ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხიც.
მინდა, რომ საშუალება გვქონდეს იქ შესვლის, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს", - ამბობს ზურაბიშვილი "Le Figaro"-სთან ინტერვიუში.