საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას არ ვაპირებ, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "Le Figaro"-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ ენაზე თარგმანი პრეზიდენტის ვებვერდზე განთავსდა.
"პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს", - ამბობს ზურაბიშვილი.