აშშ-ის საელჩო საქართველოში ახალი ელჩის წარდგენის შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კალიფორნიელი კელი დეგნანი წარადგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში, „ფეისბუქში“ წერს.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კალიფორნიელი კელი დეგნანი წარადგინა. მომდევნო ეტაპი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დანიშნულ დროს საჯარო განხილვა იქნება”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანი წარადგინა.