“ევროპული საქართველო” კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენებს არ დაესწრება. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არაფერი არ არის. ამიტომაც, ისინი კომიტეტებს არ დაესწრებიან და კითხვებსაც არ დაუსვამენ მინისტრობის კანდიდატებს.
"დღეს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული გახარიას ე.წ ახალი მთავრობა იწყებს განხილვებს კომიტეტებზე, სადაც ისინი წარმოადგენენ სამთავრობო პროგრამას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ პროგრამის განხილვაში რაიმე მონაწილეობა მივიღოთ იმიტომ, რომ არაფერი ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არ არის. ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საზოგადოება გახარიას დანიშვნით. რა თქმა უნდა, არანაირი ახალი ხედვა და არანაირი პრობლემის გადაჭრის ახალი გზები მათ მიერ შემოთავაზებული არ არის",- ამბობს კაპანაძე.
პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყება. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.