შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანი წარადგინა.
კარიერული დიპლომატი კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.
მანამდე იგი მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიასა და კოსოვოში.
თავისი 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობასა და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.
ის ასევე იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში.
კელი დეგნანს აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში და ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.