გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტატისტიკის განყოფილების ინიციატივით, გენდერული სტატისტიკის შესახებ სუბ-რეგიონული სემინარი ჩატარდება.
სემინარს გახსნიან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის განყოფილების უფროსი ანდრია ვიკატი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე.
სემინარის მიზანია სტატისტიკური ინფორმაციის მწარმოებლებისა და მომხმარებლების ტრენინგისა და დისკუსიის საფუძველზე გენდერული სტატისტიკის შესახებ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და გავრცელების პროცესის განხილვა, აგრეთვე, გენდერულად რელევანტური მონაცემების შემდგომი ქმედებების განსაზღვრა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, ბელორუსიის მოლდოვას, რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლები.
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: გენდერული სტატისტიკის მხარდაჭერა, ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახისა და სამსახურის შეთავსება, გენდერი და მოსახლეობის ქვეჯგუფები, არაფორმალური დასაქმების საკითხები გენდერული თვალსაზრისით და სხვ. სემინარი 29 სექტემბრამდე გაგძელდება.
ღონისძიება დღეს, 27 სექტემბერს, სასტუმრო "ბეტსიში" 14.00 საათზე გაიმართება.