როგორც ჩანს აშშ-დან არაა დადებითი სიგნალი გახარიას თორემ შიგნით ივანიშვილს ვერავინ დაუპირისპირდებოდა, - განაცხადა პარტია „ტრიბუნის“ ლდერმა დავით ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, მარტო ახალი პრემიერის შერჩევის საკითხს კი არა, „ქართული ოცნების“ ყოფნა-არყოფნას ათანხმებს დღეს, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, გავლენიანი პირი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„რადგან, „ქართულ ოცნებას“ აღარც ის ძალა აქვს, აღარც ლეგიტიმაცია და არც ხალხის ის ნდობა რომელიც 2012 წელს ჰქონდა. მით უმეტეს, როდესაც გეუბნებიან, რომ რუსეთი არაა შენი მეგობარი და შენ მაინც რუსეთის წარმომადგენელი გინდა პრემიერად დანიშნო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ გახარიას, სხვა, რუსული, კუდი მოყვება და ეს სულ ცოტა ერთი წელი მაინც შეგვიქმნის სერიოზულ პრობლემებს. მოკლედ, როგორც ჩანს აშშ-დან არაა დადებითი სიგნალი მის დანიშვნაზე, თორემ შიგნით ივანიშვილს ვერავინ დაუპირისპირდებოდა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.