ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს, რადგან მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა, რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების დიდი ნაწილის უკანონო ოკუპაციას", - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. იუწყება Reuters-ი.
მაიკ პენსმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიმართ ენერგოდამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს ევროპის სახელმწიფოებს, რათა მათ მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა.
უფრო მეტიც, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ღიად გააკრიტიკა გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო.
მაიკ პენსი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც ქარიშხალ "დორიანის" გამო, ვარშავაში დაგეგმილი ვიზიტი დონალდ ტრამპმა გააუქმა.